აკადემიის ხელმძღვანელმა ზვიად არძენაძემ, სტუდენტური სერვისების განვითარების, პროფორიენტაციის, კარიერული სერვისების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მენეჯერ თამო ქანთარიასთან ერთად, წარადგინა აკადემიის სტრატეგიული გეგმა. შეხვედრაზე გაზიარებული იქნა აკადემიის მისია, ხედვა, ღირებულებები. (EN)
აკადემიის ხელმძღვანელმა ზვიად არძენაძემ, სტუდენტური სერვისების განვითარების, პროფორიენტაციის, კარიერული სერვისების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მენეჯერ თამო ქანთარიასთან ერთად, წარადგინა აკადემიის სტრატეგიული გეგმა. შეხვედრაზე გაზიარებული იქნა აკადემიის მისია, ხედვა, ღირებულებები.
აკადემია მიზნად ისახავს პროფესიული პროგრამის/პროგრამების, მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების, არაფორმალური განათლების აღიარების განხორციელებას.
სტრატეგიული განვითარების გეგმისთვის მნიშვნელოვანია:
ა) ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიული განვითარება, კვლევები და ვერიფიკაცია;
ბ) ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა სწავლების, სწავლის და მართვის პროცესში;
გ) მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განვითარება;
დ) ადამიანური რესურსების განვითარება;
ე) მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაზრდა;
ვ) პროფესიულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა;
ზ) არაფორმალური განათლება; არაფორმალური განათლების აღიარება;
თ) პროფორიენტაციის და კარიერის სერვისების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ი) პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა სკოლაში, სასკოლო საზოგადოებასთან დამეგობრება;
კ) მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება;
ლ) ზოგადი გნათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის პროფორიენტაციის და კარიერული სერვისების განვითარების ხელშეწყობა;
მ) სკოლამდელი განათლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა; სკოლამდელ განათლებაში ჩართული პირების განვითარების ხელშეწყობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის დამფუძნებლები- გიორგი კვარაცხელია, რემა ღვამიჩავა, იოსებ აბესაძე, ადმინისტრაცია, პარტნიორები, პროფესიული მასწავლებლები.