დაიდო ხელშეკრულება თავისუფალი ხედვის აკადემიასა და საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტას შორის (EN)
აღნიშნული შეთანხმება, შინმოვლის სასწავლო მოდულის, პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და შინმოვლის მოკლევადიანი პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს უზრუნველყოფს.
განმახორციელებელი უზრუნველყოფს პირველადი გადაუდებელი დახმარების პროგრამის შემთხვევაში 60, შინმოვლის პროგრამის შემთხვევაში 60 მსმენელის მიღებას.
მხარეები თანხმდებიან, რომ სწავლების პროცესის ორგანიზება წარიმართება საქართველოს კარიტასის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე არსებული წესების შესაბამისად და დაცვით, ასევე სწავლების პროცესი დარეგულირდეს აკადემიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად,საგანმანათლებლო პროგრამით.