თავისუფალი ხედვის აკადემიის დირექტორის მოადგილემ, ზვიადი არძენაძემ, პროფესიული პროგრამის „აღმზრდელის” ხელმძღვანელმა ნანა ქაშიბაძემ და სტუდენტური სერვისების, პროფორიეტაციის და დასაქმების ხელშეწყობის მენეჯერმა მაია ხურცულავამ, 126-ე ბაგა-ბაღის დირექტორთან, ეკატერინე ლაცაბიძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, სამომავლო განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, თანამშრომლობის პოტენციური პერსპექტივები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების საკითხები, ასევე მომავალი ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვის გზები.
თავისუფალი ხედვის აკადემიის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას, პრაქტიკასა და თეორიულ ცოდნას შორის მჭიდრო ინტეგრაციის უზრუნველყოფით.
აკადემიის მისწრაფებაა, პროფესიული განათლება გახადოს უფრო შინაარსიანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული და ბავშვთა საჭიროებებს მორგებული, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების დამკვიდრებას.