დაიდო ხელშეკრულება თავისუფალი ხედვის აკადემიასა და სს ტერაბანკს შორის.
მხარეები თანხმდებიან, რომ გააჩნიათ ერთობლივი ინტერესები, რათა ხელი შეუწყონ მოსახლეობის დასაქმებას, მომავალი თაობების აღზრდას და განათლებით უზრუნველყოფას, კვალიფიციური კადრების მომზადებას, ამასთან აუცილებლად მიაჩნიათ ითანამშრომლონ და დაამკვიდრონ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ საფინანსო სერვისების პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების აღზრდას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.