თავდაცვის სამინისტროსთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეხვედრა
თავისუფალი ხედვის აკადემიის ხელმძღვანელმა, ბექა კილასონიამ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ოჯახის წევრებს, პროფესიული განათლების 2025 წლის საშემოდგომო რეგისტრაციის ფარგლებში ჩანიშნული პროგრამები პირადად წარუდგინა.
პრეზენტაციის შემდგომ, თავისუფალი ხედვის აკადემიის დირექტორის მოადგილემ - ზვიად არძენაძემ და აკადემიის გუნდის წევრებმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ის მიმართულებები, რომელთა სწავლაც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო დაფინანსებით შეუძლიათ. ეს შესაძლებლობა მათ აძლევს შანსს, შეისწავლონ მოთხოვნადი პროფესიები და დაეუფლონ სამომავლო კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
შეხვედრის ფარგლებში, აკადემიის ხელმძღვანელმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მადლობა გადაუხადა შესაძლებლობისთვის, პირადად გაცნობოდა ადამიანებს ვინც დღე და ღამე ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე დგანან. ასევე გულწრფელი მადლობა გადაუახადა მათ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.