თავისუფალი ხედვის აკადემიამ ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა
თავისუფალი ხედვის აკადემიამ ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ პოპულარულია მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამები, რომლებიც ზრდიან დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს.
კვლევის შედეგების შესაბამისად აკადემიის მიერ განხორციელდა, მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების შემუშავება.
შემუშავდა შემდეგი პროგრამები:
ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ჰიგიენა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში - გადამზადება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა - გადამზადება.
შინმოვლის სპეციალისტი - მომზადება.
საბანკო სერვისების ადმინისტრირება - მომზადება.
სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში - გადამზადება.
პირველადი გადაუდებელი დახმარება - მომზადება.
ვებგვერდის შექმნა და მართვა - მომზადება.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი - მომზადება.