საქართველოს შრომის უსაფრთხოების ინსტიტუტის ტრენერმა, საბა ლოსაბერიძემ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, „თავისუფალი ხედვის აკადემიაში“ გამართა საინფორმაციო ტრენინგი, რომელიც ეხებოდა სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების სისტემების შემუშავებას, დანერგვასა და მართვას.
სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა ჩართულობისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას. შეხვედრის მიზანი იყო აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პედაგოგებისათვის შრომის უსაფრთხოების ძირითადი წესების გაცნობა, სამუშაო პროცესში მოსალოდნელი საფრთხეების ამოცნობა და უბედური შემთხვევების მართვისა და თავიდან აცილების თანამედროვე მიდგომების სწავლება.შეხვედრას, ასევე ესწრებოდა „თავისუფალი ხედვის აკადემიის” ხელმძღვანელი ბექა კილასონია.