საბინა ალიევა

 

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მოიპოვა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. ასევე გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ქართულში, როგორც მეორე/უცხო ენაში. ამჟამად სწავლობს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა არაქართულენოვან აუდიტორიასთან მუშაობა და ენობრივი კომპეტენციების განვითარება თანამედროვე მეთოდებით. მისი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს პრაქტიკულ პედაგოგიურ საქმიანობას, კვლევით და ანალიტიკურ უნარებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას საგანმანათლებლო სივრცეში. იგი ჩართული იყო საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრში განხორციელებულ პროექტებში, სადაც მუშაობდა PISA-ს კვლევის ფარგლებში ტესტური დავალებების ინსტრუქციების შემუშავებაზე, მონაწილეობდა ქართულის, როგორც მეორე ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტების მომზადებაში და ასრულებდა ფოკუსჯგუფის მოდერატორის ფუნქციას არაქართულენოვანი სკოლების მიმართულებით. ფლობს აზერბაიჯანულ, ქართულ, თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, რაც საშუალებას აძლევს ეფექტურად იმუშაოს მრავალკულტურულ და მრავალენოვან გარემოში.

გამოგვიწერეთ და მიიღეთ სიახლეები

მაღლა